LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულ სეზონზე სავალუტო ჯიხურებში დარღვევები მატულობს

196

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინონ.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ჯიხურების შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შემოწმება ამ მიმართულებით გაგრძელდება.

„არ მინდა, რომ ამას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურდება, მაშინ აქტიურდება ის დარღვევები, რომელსაც სამწუხაროდ, ვალუტის გაცვლით კურსში აქვს ადგილი და ამაზე ხშირად მოგვმართავენ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე. დარღვევები იყო სხვადასხვა ხასიათის. არსებობს ვალუტის გაცვლის კურსის წესები, რომლის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ. არსებობს ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული წესები და კანონის მოთხოვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ზუსტად ამ წესების შესაბამისობასთან მოხდა შემოწმება და აქედან გამომდინარე, მოხდა სანქციების დაწესება. ამ მხრივ, მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ მათაც გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით შეხედონ თუ რა ტრანზაქციას აკეთებენ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები