LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

133
58121054

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მან აქვე ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომლებსაც სახელმწიფო ტურიზმის სექტორს დაუწესებს.

კერძოდ, გახარიას თქმით, ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახდისგან სრულად გათავისუფლდება, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს კი საშემოსავლო გადასახადები 9 თვით გადაუვადდებათ.

1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით – გიორგი გახარია

“აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ. რამდენიმე ათასმა ბიზნეს ოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას- ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამავე თემაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც 6 თვეს გაგრძელდება. „ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, – განმარტა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g