LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით – გიორგი გახარია

131
91622844-1643297525808145-4393995240252375040-o

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შესაძლებლობებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები იმისთვის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ 3-4 თვეა ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. პირველი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, ეკონომიკის წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეოულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები