LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის საზღვართან აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

143
71346916-1171221719750463-7658142326191030272-n

სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან მანქანის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ „როიტერი“ ინფორმაციას საავადმყოფოს პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზიანებულია საავადმყოფოს შენობაც. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე ამბოხებულების კონტროლის ქვეშ არსებული ქალაქის საბჭო.

„როიტერის“ მიერ გავრცელებული მასალებში მითითებულია თურქული მხარის განმარტება აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით და მათი ცნობით საზღვართან მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური კომენტარი მხარეებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. შესაბამისად დაზარალებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები