LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლის გამოც კაცი დაიღუპა

169
20190625161438

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გ.ა. დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულმა 41 წლამდე მამაკაცს ალკოჰოლური სასმელი მიჰყიდა, რომელიც ფალსიფიცირებული აღმოჩნდა. სასმელის გამო მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

თურქეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკის შემდეგ, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც ცნობილია, დაკავებული ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელს სახლში ამზადებდა, შემდეგ კი ყიდდა.

პოპულარულები