რაჭაში 29 ივლისს უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.
პრემიერი გიორგი გახარია სტიქიის ზონაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მათთან შეხვედრისას ერთ-ერთ სოფელში გახარიამ მდინარე გადალახა.
მისმა წყალში გასვლის სცენამ სოციალური ქსელში ყურადღება მიიქცია და პრემიერი უამრავი მეტსახელით მოიხსენიეს.
„გეორგ ლომგული, იგივე რიონის ქვეპოსეიდონი“;
„გიორგი თავდადებული“;
„თვითგამოცხადებული რემბო, უბრალოდ პლაგია“, – წერენ სოციალურ ქსელში.
გახარიას ბოლო დროს მეტსახელებით ანებივრებენ. ერთ-ერთი სამი მუშკეტერიდან, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ დარტანიანი სწორედ პრემიერია.
ამ შემთხვევაში კი პრემიერს პლაგიატობა კი იმიტომ „დასწამეს“, რომ მისმა საქციელმა ბევრს სააკაშვილი გაახსენა.
2012 წელს სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო, სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და სამეგრელოში ჩავიდა. წალენჯიხის რაიონში სააკაშვილს ადიდებული მდინარიდან მოხუცები საკუთარი ხელით გამოჰყავდა.
მსგავსება მათ საქციელს შორის აშკარად არის. ამ შემთხვევაში რომელი უფრო გულწრფელი იყო, ამას ვერ გავიგებთ, მაგრამ მდინარეში გასვლას, გამბედაობა ნამდვილად რომ სჭირდება, ფაქტია.