LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება – ინგა მამუჩიშვილი

223
mamuchishvili-koronavirusi-2020-01-27-10-09-51-294457

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა, ის რეკომენდაცია, რომ „ამიერიდან, ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს“, ძალაში რჩება და მეტიც, ძალასაც იკრებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, პედიატრი მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაივიწყონ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებზეც ეპიდემიოლოგები დღემდე საუბრობენ.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მესმის,რომ ძალიან დაიღალეთ,მესმის,რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ!!!გაზაფხულის თბილი დღეები ძალიან მომხიბვლელია და სურვილს გიჩენთ განავარდების,ურთიერთობების,სავსეა ქალაქის ქუჩები ადამიანებით,მოზარდებით,ბავშვებით,ყოველგვარი სოციალური დისტანცირების,ნიღბების გარეშე,უფრო მეტიც,ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნის ფაქტებით!!!უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა,ისიც არ გვახსოვს,რომ ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან!!!

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-მდე გაიზარდა

გთხოვთ,ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება,არ ვიცით ჯერ ბევრი რამ,არ გვაქვს ვირუსთან დაკავშირებული კვლევების შედეგები ბოლომდე(მრავალი მიმართულებით ტარდება კვლევა) არ გვაქვს წამალი და სპეციფიური ვაქცინა!!! სტატისტიკურად ამერიკაში,ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა,სისტემური ანთებითი პროცესებით და ცრუ,არასრული კავასაკის დაავადების ნიშნებით მიმდინარე,მძიმე შედეგები დაიდო,ლეტალური გამოსავალიც მათ შორის! ამიტომ სიფრთხილეა ჯერ კდევ საჭირო!!! ბავშვთა დაწესებულებებში სწავლა გადაიდო სექტემბრამდე,ეს იმას ნიშნავს,რომ ვერიდებით მათ კომუნიკაციას დაავადების პრევენციის მიზნით,მაგრამ რა აზრი აქვს,თუ ვივლით სიფრთხილის ზომების გარეშე,ვეწვევით ერთმანეთს სტუმრად!!! შეიკავეთ ჯერჯერობით თავი მასიური თავყრილობებისგან! მტერს არ ძინავს,ის ჩასაფრებულია,არსად არ წასულა!!!არ გაშინებთ,უბრალოდ გაფრთხილებთ!! მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და ჩვენი უნარ-ჩვევების შეცვლა,სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ მტერს! გავიყვანოთ ბავშვები,ვასეირნოთ,მაგრამ დავიცვათ მოწოდებული რეკომენდაციები!!! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!”- წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები