LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უელსის ახალი პრინცესა ლეგენდარული ლედი დის შემდეგ –  ქეით მიდლტონი წითელ პალტოში ბრწყინავდა

377
1111

პრინცი უილიამი და ქეით მიდლოტონი, რომლებსაც ამჯერად უელსის პრინცისა და პრინცესას ტიტული აქვთ, ახალი სტატუსით მოგზაურობას იწყებენ. სიმბოლურია, რომ წყვილის პირველი ვიზიტი, უელსში შედგა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი წლების წინ ცხოვრობდნენ. სწორედ აქ დაიბადა პრინცი ჯორჯიც.

ამ ისტორიული ვიზიტისას ქეით მიდლტონი ბრწყინავდა LK Bennet-ის ულამაზეს წითელ პალტოში, რომელსაც ულამაზესი ოქროსფერი ღილები ამშვენებდა. ანსამბლს ქეითმა შავი კლასიკური შარვალი და შავი ფერის კლატჩი შეუხამა. ქეითის ეს ანსამბლი პრინცესა დაიანას ცნობილ ლუქს შეადარეს, რომლითაც უელსის ყოფილი პრინცესა ასევე უელსში ვიზიტით იმყოფებოდა.

დედოფლის გარდაცვალებისა და ახალი ტიტულის მიღების შემდეგ, ქეით მიდლტონის გარდერობი უფრო მკაცრი  და აკადემიური გახდა

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ნორფოლკში ჩავიდნენ – უელსის პრინცესა „ტიფანის“ სამკაულით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები