LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანში 17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტების გარეშე გამოჯანმრთელდა

420
BeFunky-collage (2)

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უხანში დაბადებული ახალშობილი კორონავირუსისგან ყოველგვარი მედიკამენტის მიღების გარეშე გამოჯანმრთელდა. როგორც „დეილი მეილი“ წერს, 17 დღის ახალშობილი უკვე სახლში გაწერეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსების განცხადებით, 5 თებერვალს დაბადებულ პატარას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია დაუდგინდა, თუმცა კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა არ აღენიშნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პატარას მწვავე სიმპტომები არ ჰქონდა ექიმებმა ახალშობილს მედიკამენტები არ მისცეს.

მედიკოსების განმარტებით, ახალშობილს გულის კუნთოვან ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა.

ამ დადებითი ფაქტის ფონზე მსოფლიო მასშტაბით,კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მაინც იზრდება, ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში გამოვლინდა.

კორონავირუსით ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში. რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში 60 პირია ინფიცირებული. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-მდეა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ომანში.

8 დაღუპული და 43 ინფიცირებული - რა ზომებს იღებს ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით

რა ხდება ინფექციის ეპიცენტრში და მის ფარგლებს გარეთ- კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ევროპაში კი, ინფიცირების ყველაზე მეტი – 229 შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც დაღუპულია 7 ადამიანი.

ქართველი ემიგრანტი იტალიიდან: “ბევრმა არც იცის საელჩომ რა დაწერა” – რა ხდება სინამდვილეში იტალიაში

საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს. მისივე განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

"საქართველოში კორონავირუსის 24 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა" - ამირან გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g