LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ემიგრანტი იტალიიდან: “ბევრმა არც იცის საელჩომ რა დაწერა” – რა ხდება სინამდვილეში იტალიაში

42627
ruee50513f76c

კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ფეისბუქ გვერდზეა მითითებული. უწყება აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები. განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენის წესები.

“კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი 1500, ან მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზს – 333 8879123.

 

“ფორტუნა” იტალიაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მათ განმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს განცხადება სოციალურ ქსელში ნახეს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი რამდენიმე კვირით ადრე უკვე გააფრთხილა და შესაბამისი განკარგულებებიც მისცა. მათი თქმით, ამ დროისათვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ დაწესებულა. ქალაქში გადაადგილება თავისუფალია, თუმცა პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მოქალაქეები ცდილობენ თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

“საკვები პროდუქტის დეფიციტი ნამდვილად არ არის, თუმცა რამდენიმე დღის მარაგი მაინც წინასწარ მომზადებული გვაქვს. მაღაზიებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა არ შეიმჩნევა. არც პანიკაა. მოქალაქეების უმრავლესობა პირბადით მოძრაობს. სამსახურებში სადაც ძირითადად ქართველები ვმუშაობთ, არ მიგვიღია განსაკუთრებული გაფრთხილება. ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. საქართველოში გამგზავრებაზე ჯერ არაფერი არ დაგეგმილა. თუ საჭირო გახდება ალბათ წინასწარ გაგვაფრთხილებენ. ისე ჯობდა, რომ გაფრთხილება საელჩოსგან წერილობით მიგვეღო. ბევრმა ჯერ არც იცი რა დაწერა საეჩომ თავის ფეისბუქზე. ჩვენი მონაცემები ყველაფერი იქ აქვთ და ვფიქრობ არ უნდა გაჭირვებოდათ. აქ ჩემსავით, ანუ ლეგალურად მცხოვრები და დასაქმებული ბევრი ქართველი არ ცხოვრობს, მაგრამ ყველას გვქვს ურთიერთობა. ერთი, რომ გაიგებს ახალ ინფორმაციას, დანარჩენებს გვიზიარებს. დღეს დილას ჩემმა ახლობელმა მომწერა, რომ საელჩომ ჩვენთვის განცხადება გაავრცელა და მერე წავიკითხე საელჩოს გვერდზე. საქართველოში ორი ოჯახი მყავს სარჩენი. მუშაობა რომ ამიკრძალონ და სამშობლოში გამიშვან, მაგას ვნერვიულობ. იქ რა უნდა ვქნა”, – ლელა მამნიაშვილი.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ლომბარდიასა და ვენეტოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა საწავლო დაწესებულებაში სწავლის პროცესი შეჩერდა. ქვეყანაში ვირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაინფიცირებულია. იტალიის  ხელისუფლებამ ზოგიერთი ქალაქი კარანტინზე ჩაკეტა, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის ცნობილი ვენეციური კარნავალი. მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მესამე ჩვენება, ცარიელ დარბაზში გამართა.

აშშ: რუსეთი ცდილობს სოციალური ქსელების მომხმარებლები დაარწმუნოს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის უკან აშშ დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებამ თანამოქალაქეების ინფორმირება უკვე მოახდინა. ამ დროისათვის სხვა სახის განსაკუღებული ან გადაუდებელი ზომების მიღება არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g