იტალიაში, ქალაქ კრემონაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი, ახლახანს გარდაიცვალა მესამე.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა.
ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა: ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს
ცნობისთვის, საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე
ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე