LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ: რუსეთი ცდილობს სოციალური ქსელების მომხმარებლები დაარწმუნოს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის უკან აშშ დგას

746
unnamed

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯის შესახალად სოციალურ ქსელში კამპანიას აწარმოებს.

ამის შესახებ “dailymail” იუწყება. 

სააგენტოს ცნობით, უწყებაში მიაჩნიათ, სოციალურ ქსელებში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში არსებობს, რომლებიც კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. რუსეთს სურს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კორონავირუსის გავრცელება სწორედ აშშ-ს ინტერესებში შედის.

რუსეთის პირველი არხი: კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და აშშ-ს ვარაუდი „განზრახ შემოგდებულად“ შეაფასა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g