რუსულმა პირველმა არხმა პროვოკაციული სიუჟეტი გაუშვა ეთერში. სიუჟეტის მთავარი სათქმელი ისაა, რომ კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი, ამასთან ის ეთნიკური ნიშნით ვრცელდება.
სიუჟეტში იმასაც ამბობენ, რომ ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, ღამურებზე ცდა ჩაატარეს. კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი ღამურა კი, ლაბორატორიიდან გაფრინდა და ადგილობრივ ბაზრობაზე მოხვდა. შემდეგ კი ვირუსი ხალხზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, ამერიკას აქვს ვირუსის გავრცელების ინტერესი. აღსანიშნავია, ისიც, რომ არგუმენტის გასამყარებლად გამოყენებულია The Washington Times-ის სტატია.
https://www.youtube.com/watch?v=V9jmyrqmTTM&feature=youtu.be&fbclid=IwAR3YHmZzoZ1vohShbw8onE-POZCCLgUXsn4NTCkpaUgDE3xdxfb_dY_t5C4