LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და გავიდეს რეფერენდუმზე: ვოლოდიმირ ზელენსკი

184
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ნეიტრალური სტატუსის მიღება განიხილოს. ზელენსკის განმარტებით, ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი”, – განაცხადა ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება არის ის, რაც განიხილებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა რუსეთის სხვა მოთხოვნების განხილვაზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინის დემილიტარიზაცია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ქაღალდი გადაიზარდოს სერიოზულ შეთანხმებაში, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტორი იქ, სადაც არის უსაფრთხოების გარანტიების პუნქტები. ეს უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტიები ქვეყნების პარლამენტების მიერ. და უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასოდეს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჯარები უნდა გაიყვანონ, გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას. შემდგომი რატიფიცირება პარლამენტებში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.