LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში როგორ ჩანს, ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო – მიხეილ სააკაშვილი

177
Untitled

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კიევის ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები შეძახილებით „მიშა, მიშა“ დახვდნენ. სააკაშვილის უკვე აეროპორტში იმყოფება და მხარდამჭერებს ესალმება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში სახლში ყოფნის განცდა აქვს.

„ამ ქვეყანაში როგორ ჩანს, ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო. აქაც სახლის განცდა მაქვს, როგორც ბევრ ქართველს აქვს უკრაინაში სახლის განცდა. უკრაინაში შეგნებული ცხოვრების 12 წელი მაქვს გატარებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g