უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის ნათელია“.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთს არ აქვს სიმამაცე მარცხი აღიაროს და სიმართლის დამალვას რაკეტების და საარტილერიო შეტევების უკან მალავს.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
„უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის ნათელია. მათთვისაც კი, ვინც მათთან კომუნიკაციას განაგრძობს. უბრალოდ რუსეთს ამის აღიარების სიმამაცე ჯერ არ აქვს. ისინი მშიშრები არიან. და ცდილობენ, სიმართლე რაკეტების, საჰაერო და საარტილერიო შეტევების უკან დამალონ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
