LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სამხედრომ ხერსონის ოლქში, მთავარი ხიდი, რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად ააფეთქა და თავადაც აფეთქდა

221
უკრაინელი სამხედრო

უკრაინელმა სამხედრომ ხერსონის ოლქში, მთავარი ხიდი, რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად ააფეთქა და თავადაც აფეთქდა. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზღვაო ქვეითს, ვიტალი ვოლოდიმროვიჩს, ამ გმირობისთვის, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოს მიანიჭებენ.

„ჩვენი ძმა მოკლეს. მისმა გმირულმა საქციელმა მნიშვნელოვნად შეანელა მტრის წინსვლა, რამაც საშუალება მისცა ხელახლა განლაგებულიყო და მოეწყო თავდაცვა. რუსო დამპყრობლებო, იცოდეთ, თქვენს ფეხქვეშ დედამიწა დაიწვება! ვიბრძოლებთ სანამ ცოცხლები ვართ“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.