რუსეთმა საკუთარი ძალების დასაკომპლექტებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2 ათასამდე სამხედრო ჩაიყვანა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 30 მარტს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ცხინვალის რგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი მე-4 ბაზის სამი ბატალიონი, რომლის შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა.
აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი – 800-მდე სამხედრო.
პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინაში მიჰყავს, მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა.
ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში