LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მეორე წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც დასაქმების შედეგებზეც აისახება – ფინანსთა მინისტრი

141
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება. როგორც ლაშა ხუციშვილი ამბობს, დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მიხედვით, დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.

"2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა" - ლევან დავითაშვილი

მინისტრის ინფორმაციით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ.

„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g