LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი: გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

101
1640360261-გია-ცაგარეიშვილი1

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებს ამ ქვეყანასთან და ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ხალხს.

მისივე თქმით, „ოპოზიციას უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენია, რომ შეიძლება გათენდეს და ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“.

ოპოზიციის მიზანია, რომ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს: ირაკლი ქადაგიშვილი

„საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ევროპულ პარტიებში წევრიანდებიან და ეს პლატფორმა უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ. უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ამუხრუჭებენ ქვეყანას და ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, არამედ, გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც, იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორიც არიან, ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,’’ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.