LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმნიშვნელო დეტალები დღეს, ხვალ თქვენს შვილებს ბედნიერად გაახსენდებათ” – ქეით მიდლტონის ემოციური ინტერვიუ

151
mdltnsnwner

ქეით მიდლტონი ბრიტანული რადიოსადგურის, პოდკასტშოუს სტუმარი გახდა. გადაცემაში ,,ბედნიერი დედა, ბედნიერი ბავშვი” ქეითმა ბევრი ისაუბრა პრინციპებზე, რომლითაც სამი შვილის აღზრდისას ხელმძღვანელობს. 38 წლის ჰერცოგინია ამბობს, რომ ყველა მშობელმა მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს უმნიშვნელო დეტალებსაც კი, რადგან ეს სამომავლოდ საუკეთესო მოგონებებად რჩება: ,,ყველა სირთულის მიუხედავად, გახსოვდეთ ეს უმნიშვნელო დეტალები, ხვალ ეს უმნიშვნელო დეტალები თქვენს შვილებს ბედნიერად გაახსენდებათ“- ამბობს ქეით მიდლტონი. ის იხსნებს პრინცესა შარლოტას ფოტოს, როდესაც ის სუფთა ჰაერზე სეირნობისას ყვავილებს კრეფს და ამბობს, რომ ასეთი მომენტები ქმნიან ჯანსაღ ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის.

ქეითმა რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ორსულობაზეც. კემბრიჯის ჰერცოგინია ამბობს, რომ მას უმძიმესი ტოქსიკოზი ჰქონდა და ეს მდგომარეობა ავადმყოფობას შეადარა. ჯამში ეს მიდლტონის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ინტერვიუ გამოვიდა, იმ ფონზე, როცა კემბრიჯის ჰერცოგინია ინტერვიუებს თითქმის არასოდეს თანხმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები