LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობა, ფასების ზრდა, თუ კორონავირუსი: ქვეყნის 5 ყველაზე დიდი პრობლემა – NDI-ის კვლევა

181
მოსახლეობა 22

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ქვეყანის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.

კითვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? 

გამოკითხული მოსახლეობის 59 % უმუშევრობას ასახელებს.

45 % – ფასების ზრდას/ინფლაციას,

28% – სიღარიბეს,

27% – ლარის გაუფასურება.

10%  – კორონავირუსს. 

ამ პრობლემების შემდეგ მოსახლეობა  ყველაზე დიდ პრობლემად დაბალ ხელფასებსა 11% და საზღვრების ჩაკეტვას 6% ასახელებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე. ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები