LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ უპიროს, არც ეკუთვნოდა პარლამენტში ადგილი – ჩერგოლეიშვილი ტარიელ ნაკაიძეს აკრიტიკებს

116
4545

ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი და ევროპული „საქართველოს თავმჯდომარის“, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ტარიელ ნაკაიძის გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, უპირობო კაცები შუა გზაში ხელს აღარ შეუშლიან.

„მიხარია, რომ უპირო კაცები თავს ავლენენ და შუა გზაში ხელს აღარ შეგვიშლიან.
აი, ამ უპიროს, არც ეკუთვნოდა ეგ ადგილი – ბუცხრიკიძე უნდა შესულიყო ამის ნაცვლად. კონკურენციით მოუგო.

ამან ვერ მოიგო – ჩაფლავდა.

რაში უნდა ვენდო? ან რატომ უნდა იყოს მომავალში რამე საქმეში პარტნიორი?

ან სერიოზულად რატომ უნდა აღვიქვა კაცი, რომელიც პირიდან ისე ისვრის სიტყვებს, თავად არ სცემს პატივს“? – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს „ევროპული საქართველომ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შევა. ამავე გადაწყვეტილებიდან ძალიან მალე, ტარიელ ნაკაიძემ გადაწყვიტა,  პარტია დაეტოვებინა და პარლამენტში შესულიყო.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g