12 ნოემბერს, კონცეპტArt Hotel Grand View Tbilisi-ში ახალგაზრდა ავტორის, თამარ მესხიშვილის წიგნის „ტურისტული უსაფრთხოება, მდგრადი მომავალი“, პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. პრეზენტაცია დღის ორ საათზე დაიწყება.

თამარ მესხიშვილი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, დაიბადა საქართველოში. იგი ფლობს ფილოსოფიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და ასევე, გახლავთ ბაკალავრი საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მენეჯმენტის მიმართულებით. სხვადასხვა დროს სწავლობდა ქ. ნიუ იორკში, მანჰეტენის კოლეჯში, ასევე დამთავრებული აქვს იტალიის სიენას უნივერსიტეტის Cils-ის პროგრამა და ამერიკის არიზონას უნივერსიტეტის კრიტიკული და აკადემიური აზროვნების პროგრამები. თამარი საუბრობს იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. გახლავთ არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. კვლევების სრულყოფის მიზნით, ის მოგზაურობს, ევროპის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე.

2020 წლის მოვლენებმა, კონკრეტულად კი კოვიდპანდემიამ ნათლად დაანახვა მსოფლიოს ტურიზმის უსაფრთხოების პრობლემა.

თამარ მესხიშვილი:

„აღნიშნული კვლევა, სამეცნიერო დონეზე, საქართველოში გახლავთ პირველი, მაშინ როდესაც მსოფლიოში ტურისტული უსაფრთხოების საკითხებზე საკმაოდ აქტუალური კვლევები მიმდინარეობს.

მე როგორც ტურიზმის მკვლევარს, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ ეკონომიკის ეს გიგანტი სფერო, რომელიც მსოფლიოს ამოძრავებს და ადამიანებისთვის ბედნიერება მოქვს, დიდი ხნით იქნება ჩაკეტილი. წიგნის პრეზენტაცია ჩემის მხრიდან გახლავთ იმედი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმოგზაურებს მსოფლიოში“.

ავტორმა ბოლო 7 წლის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს სხავდასხვა კონტინენტზე და შეისწავლა სხავადასხვა ქვეყანაში არსებული ტურისტული უსაფრთხოების ნორმები, შეეცადა, მეცნიერულად დაემუშავებინა და მოერგო ქართული რეალობისათვის, თუ სად და რომელ დონეებზე გვჭირდება ტურისტული უსაფრთხოების შექმნა და გაძლიერება.

წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ინვესტიცია განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის გამზადებული მასალა, რისი საშუალებითაც გაცილებით მარტივი გახდება ტერიტორიის მიხედვით დიფერენცირება, საფრთხეების გაზომვა და საერთო ჯამში, იმის განსაზღვრა, რამდენად მომგებიანია კონკრეტული რეგიონი ამა თუ იმ ტურისტული საქმნიაბისთვის. წიგნი ასევე განკუთვნილია მეცნიერებისთვის და უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

წიგნი გახლავთ ინგლისურ ენაზე.

 

 

მსგავსი თემები