LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურმა კურორტმა სახელი შეიცვალა,რათა ტურისტებმა ინტერნეტში მარტივად იპოვონ 

122
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ზღვისპირა ქალაქმა ვალეკროსიამ სახელწოდების შეცვლა გადაწყვიტა – მიზეზი საძიებო სისტემების ალგორითმებია, რომლებიც ქალაქს ხშირად არასწორად აჩვენებდნენ. სიახლის შესახებ იტალიური გამოცემა Rai news-ი წერს.

ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თუმცა ტურისტების ნაკლებობას განიცდიდა. პრობლემა თავად სახელში აღმოჩნდა: იტალიურად სიტყვა „valle“ „ხეობას“ ნიშნავს, რის გამოც მომხმარებლები, რომლებიც სანაპირო დასვენებას ეძებდნენ, სხვა კურორტების გვერდებზე ხვდებოდნენ – ალგორითმები ვალეკროსიას მთიან რეგიონად აღიქვამდნენ.

ქალაქის ხელისუფლების მიერ დაკვეთილმა მარკეტინგულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სახელის ცვლილება ცნობადობას გაზრდიდა და ტურისტების მოზიდვას შეუწყობდა ხელს. შედეგად, სახელწოდებას დაემატა „al Mare“ – „ზღვასთან“, რათა ხაზგასმულიყო, რომ ეს სწორედ ზღვისპირა კურორტია. ამიერიდან ოფიციალური სახელი Vallecrosia al Mare იქნება.

მერიაში ვარაუდობენ, რომ განახლებული სახელით ტურისტების ნაკადი გაიზრდება. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელის შეცვლა ბიუროკრატიულ სირთულეებს არ შექმნის, საფოსტო კოდი უცვლელი დარჩება, ხოლო დოკუმენტები ეტაპობრივად განახლდება მათი ვადის გასვლის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g