LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზარმაზარი ბალახის სათამაშოები ოზურგეთში – შვილიშვილისთვის შექმნილი ზღაპრული სამყარო

12138
balaxis satamashoebi

გოგა ჩანადირი “ფეისბუქ” პოსტით საზოგადოებას გელა ცენტერაძეს აცნობს, რომელიც სოფელ ნატანებში საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს აკეთებს და ბალახით ფარავს.

როგორც ის ყვება, გელამ ამ საქმის კეთება შვილიშვილის თხოვნით დაიწყო, შესაბამისად მის ეზოში ზღაპრის გმირებიც ბევრი არიან – კარლსონი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, დონალდ დაკი და ა.შ.

“ფორტუნა” გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც გოგა ჩანადირი ავრცელებს.

“არც ვიცი, ამ საქმეს რა ჰქვია, მაგრამ შთამბეჭდავად კი გამოიყურება.

გელა ცენტერაძე ოზურგეთის სოფელ ნატანებში, საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს აკეთებს და ხელოვნური ბალახით ფარავს.

ფიგურებს შორის ზღაპრის გმირები არიან. მასთან ნახავთ სხვადასხვა ცხოველს. ასევე, აქვს მესისა და რონალდუს ფიგურები. ხოლო პირველი, რაც გელამ გააკეთა, ცხენი და ქოხი იყო, რომლის თავზეც მოგვიანებით კარლსონი შემოსვა.

ეს ყველაფერი მან შვილიშვილის თხოვნით დაიწყო, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ სახლში დიდი სათამაშოები ჰქონოდა.

სურვილმა გელა აზარტში შეიყვანა და ახლა მას ეზოში მუზეუმი აქვს.

თითო ფიგურის გამოყვანასა და საბოლოო სახის მიცემას 10 სრული დღე სჭირდება.

თუ თქვენც დაინტერესდებით გელას საქმიანობით, შეგიძლიათ გამოყენოთ მისი ტელეფონი:

595289109

ვფიქრობ, ეს ფიგურები ბევრის გარემოს დაამშვენებს”, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები