LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო მოსკოვში ჩასული – ირმა ინაშვილი

280
11739151 (2)

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟ გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მიზანს რუსეთის დუმის დეპუტატებთან კომუნიკაციისა და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების შუამდგომლობის შედეგად მიაღწიეს.

“ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ რუს კოლეგებთან ერთად. პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა, ეს გათავისუფლების ფაქტი არის ამისი გამოხატულება. დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ამ თემასთან დაკავშირებით. მან ჯერ კიდევ 18 დეკემბერს მიიღო მტკიცე პირობა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდნენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულიყო და ეს პირობა რუსულმა მხარემ შეასრულა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები