LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაღიაროთ, ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა, დავაჩქაროთ “ბუსტერ” დოზების გაკეთება – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ

85
BeFunky-collage

“თუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ “ომიკრონი” “დელტაზე” მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდებდა გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა. ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ “ბუსტერ” დოზების გაკეთება”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა.

“რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს “ბუსტერ” დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ,” – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსები განმარტავენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმს კვლავ ვაქცინაცია წარმოადგენს.

“ახალი შტამი ჯერჯერობით გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და მის მიმდებარე მეზობელ ქვეყნებში. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული სხვა კონტინენტებზე, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი თუ რამდენად შექმნის ის გლობალურად ისეთივე პრობლემას როგორც შექმნა დელტა შტამმა ჯერ ნაადრევია. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს არის ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა. თუ ჩვენ ვაქცინაციას კარგად წარვმართავთ, ნაკლებია ალბათობა, რომ წარმოიქმნას მსგავსი შტამები,” – განაცხადა  ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

ისრაელმა უცხოელების შესვლა აკრძალა – ახალი წესები, რომლებიც ქვეყანაში იმოქმედებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები