ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს „Ну-ка все вместе“ ფინალში იმღერა, სადაც მომღერალმა უმაღლესი 100 ქულიდან 100 ქულა დაიმსახურა.
მან ჯგუფ Radiohead-ის ცნობილი სიმღერა Creep შეასრულა და ჟიური კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
“ესეც ფინალი! ჩემო საყვარელო ქართველებო, ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ და გაგახარებთ, მიყვარხართ!
ყველა ჩემი გამოსვლა, არ აქვს მნიშვნელობა სად, ყოველთვის გეძღვნებათ თქვენ! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!”-თქვა ნუცამ.
მომდევნო ეტაპზე, ბუზალაძე ბატლების რაუნდში გადავიდა, რომელშიც გამარჯვება ლატვიელმა იანა კლიავინემ მოიპოვა.
https://www.facebook.com/BaddestQ/videos/2858977214151216/