LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა: თამარ გაბუნია

89
fortuna.ge (2)

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი იყო წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.”

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა მნიშვნელოვანია გეგმის შესრულების დაწყება.

როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ეს პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება, იქნება შესაბამისი მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები