LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინით, თუ მის გარეშე, ამერიკელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან – ტრამპი

102
BeFunky-collage (2)

“არ მსურს, ხალხმა იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინზეა დამოკიდებული,”- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ  ქვეყნის გახსნა ვაქცინის შექმნაზე დამოკიდებული არ არის და ვაქცინით, თუ მის გარეშე, ამერიკელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.

ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამა წარადგინა სახელწოდებით „Operation Warp Speed“. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის აზრით, ვაქცინის შექმნას სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები