თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი  თბილისში ახალი ზოოპარკის  განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, იგი  თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს  იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კი აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება. თავის მხრივ, ანდრეი კრუშევიჩმა საქართველოს  ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

მსგავსი თემები