LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, გავიგოთ, გავითავისოთ, თორემ გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე

2945
BeFunky-collage (7)

კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალი საქართველოს მოსახლეობას თხოვნითა და გაფრთხილებით მიმართავს. სპეციალისტები მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და დაცივან სოციალური დისტანცირება.

ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ამ ომს ვერ მოვიგებთ – რატიანი

თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი – ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ “დღეს ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია.” იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ, რათა დღემდე დიდი შრომით  მიღწეული წყალში არ ჩაიყაროს.

„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშბლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა  71 პაციენტი. გარდაიცვალა სამი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან – მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g