LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვცდილობ ვიყო სამართლიანი მამა” – როგორი მამაა ზაზა ფაჩულია ?

102
Capture

როგორი მამაა ზაზა ფაჩულია? – ცნობილი კალათბურთელი გადაცემას “სხვა კითხვები ნიკოლოზთან” სტუმრობდა, სადაც მან შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ბავშვობაში ყოველთვის მსიამოვნებდა და-ძმის ურთიერთობა, სიყვარული, გვერდში დგომა, ვოცნებობდი ამაზე.

ვცდილობ ვიყო სამართლიანი მამა. არის რაღაცეები რაც მიუღებელია, არის რაღაცეები რასაც გავატარებ, ვცდილობ დავაბალანსო.

ისევე როგორც ყოველდღე გინდა, რომ საკვები მიირთვა, ასევეა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მიდგომებიც. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

“რა გზა აირჩიეს, კალათბურთი თუ ცეკვა”? – ჰკითხა ჟურნალისტმა ფაჩულიას.

“ყოველდღე იზრდებოდნენ ისეთი გარემოში, სადაც სულ კალათბურთი ესმოდათ. როგორ არ უნდა აერჩიათ? მე მქონდა შესაძლებლობა ჩემი შვილები ვარჯიშზე წამეყვანა და მათ თავიანთი თვალით ენახათ სტეფი ან ქეილი, იგივე დურანი, რამდენს ვარჯიშობენ, ენახათ და მერე გადაეწყვიტათ. მე მქონდა შესაძლებლობა ჩემი შვილებისთვის მეჩვენებინა თუ როგორ ხდება წარმატების მიღწევა.

არ მაქვს მოლოდინი რომ ყველაფერი დღესვე და მალე მოხდება. საჭიროა პატარ-პატარა გამარჯვებები, ამას დიდი დრო სჭირდება და ჩვენ ამ პროცესს მივყვებით”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g