„ჩემო ძვირფასებო, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი მიმართავს თხოვნით გრაფიკოსებს და ანიმატორებს. გვსურს, ხალხისათვის გასაგებ ენაზე, შევქმნათ გრაფიკული ანიმაცია შოვში, მყინვარზე განვითარებული მოვლენების“, – ამის შესახებ ფეისბუკ გვერდზე პოსტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ავრცელებს.
როგორც თეა გოდოლაძე აღნიშნავს, გრაფიკული ანიმაციის შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ იმედს გამოთქვამს, რომ მოხალისეები გამოჩნდებიან.
„გვაქვს, ლამის წამების სიზუსტით გლოფის(გლაციალური ღვარცოფის) ყველა ეტაპის აღწერა, რომელსაც ანიმაციური ფილმის სახე გვინდა მივცეთ.
ძვირია, დიდ თანხას ვერ გადაგიხდით. ველოდებით მოხალისეებს, შესაბამის კომპანიებს, დამოუკიდებელ გრაფიკოსებს, ვინც დაგვეხმარება ეს საქმე გავაკეთოთ.
რთულია სამეცნიერო ტექსტი და სურათები, მარტივი აღსაქმელი იქნება ანიმაციური ფილმი.
P.S. მასალა გვაქვს, ჩვენ მოგაწვდით და თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ყველა დეტალზე“, – წერს თეა გოდოლაძე.
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე
ვრცლად იხილეთ აქ.