LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ გავიზიარებთ იმ განცხადების პათოსს და შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხებლად გამოაქვეყნა” – “ნაციონალური მოძრაობა” ვაშაძეს აკრიტიკებს

111
BeFunky-collage (2)

„მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი იყო ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ იმ განცხადების პათოსს და შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ”, –  პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკეთესი იქნებოდა ვაშაძის ამ გადაწყვეტილების შესახებ სცოდნოდათ პარტიის წევრებსაც. ამასთან, წიკლაური აღნიშნავს, რომ პარტიიდან ადამიანების წასვლა და ახლების მისვლა ცვლილებების პროცესია.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც უერთდებოდნენ ამ მოძრაობას. “ნაციონალური მძრაობა” დღეს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები, ალბათ, უმჯობესია, რომ პარტიის ლიდერები, ის ადამიანები, ვინც ამდენი წელია არიან პარტიაში, იყვნენ სრულად ინფორმირებულნი, რათა არ გაჩნდეს ბევრი კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ინსინუაციის შესაძლებლობა”, – თქვა წიკლაურმა.

“შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე”, “შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია” – პოლიტიკური შეფასებები ვაშაძის გადაწყვეტილებაზე

მისივე განმარტებით, არ იცის თუ ვის გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე ოდიოზურ ფიგურებში და ასევე არ იცის, ვისთან მუშაობა არ მოსწოდა მას.

„არ ვიცი, ვის გულისხმობს “ნაციონალურ მოძრაობაში” ოდიოზურ ფიგრებში. დღეს ვნახე რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, თეა წულუკიანი, მდინარაძე და “ქართული ოცნების” სხვა წევრები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას.

არ მქონია მასთან საუბარი, რომ კონკრეტულად რომელიმე ადამიანის ყოფნა არ მოსწონს. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იყო, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი რამ. ეს ხდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ რა გახდა კონკრეტულად მიზეზი, ვერ გეტყვით” – განმარტავს წიკლაური.

მისივე განცხადებით, პარტიას არასდროს გადაულახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან და ენმ არასდროს დასხმია თავს დიპლომატებს:

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ ე.წ. პარლამენტში არ შევალთ, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. შესაძლოა, ჩვენი ზოგი განცხადება განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადაგვილახავს ის ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ თანამშრომლებთან”, – ამბობს წიკლაური.

ის ასევე გამოეხმაურა ვაშაძის განცხადებას, სადაც პარტიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

“ბატონი გრიგოლ ვაშაძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო პარტიის თავმჯდომარე. ის არჩეული იყო პარტიის ყრილობის მიერ. თუ ის ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური, ან მითუმეტეს, სტრატეგიის თვალსაზრისით, გვქონდა რაიმე სახის პრობლემა, პირიქით, მთელი პარტია ელოდა მისგან სწორედ ასეთი სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას, ამიტომ ახლა პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ არ გვქონდა ის, რაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ უბრალოდ ღიმილის მომგვრელი არის, რომ არა ეს ვითარება”, – განაცხადა წიკლაურმა.

სკანდალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ  უკვე გაჩნდა გვარები, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიო.

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები