LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი დაესწროს: ამირან გამყრელიძე

158
saqbelarus

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც გააჟღერა.

„ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ​სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

დაესწრება თუ არა გულშემატკივარი საქართველო-ბელარუსის მატჩს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g