LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერანაირი სინანული ვერ შევატყვეთ, ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისს: ჯაფარიძე გახარიაზე

90
ghklg

„ამ ადამიანის ყოველი გამოსვლა არის ტყუილებით და სიცრუით აღსავსე, – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ინტერვიუს.

ტყუილია, თითქოს 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა, არცერთი წუთი არ მოვშორებივარ: მდინარაძე გახარიაზე

როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სინანულის გრძნობა არ გააჩნია.

„იმის ნაცვლად, რომ ადამიანი რაღაც შეცდომას დაუშვებს და სინანული ჰქონდეს, ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გახარიას, პირიქით ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისს. ამბობს, რომ თვითონ მიიღო დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, თურმე მას არ უბრძანეს, მიიჩნევს იმას, რომ სწორი იყო ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა იმის ნაცვლად, რომ მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა, რომ ჩვენ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა არის პოლიტიკური დევნა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, გახარიამ თქვა, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს. ეს სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ.

რაც შეეხება იმ წერილთან დაკავშირებით, ის ყოველთვის უარყოფს ამ წერილს. მის მიერ ამის აღიარება მას მიაჩნია თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულად, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ყოველთვის უარყოფს სიმართლეს. სიმართლე არის ერთი – ვერცერთ ჩემ განცხადებას ვერ ნახავს, სადაც რაიმე განსხვავებული მითქვამს. წერილი იქნა გადმოცემული მის მიერ ჩემთვის და შემდეგ მე და მამუკა ხაზარაძემ განვიხილეთ ეს წერილი ერთად. მე გადმომცა პირადად წერილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მე არ ვაღმერთებდი, თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო: გახარია ივანიშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები