LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობთ, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

246
fortuna.ge (53)

ჩვენი და არამარტო ჩვენი პროგნოზით, (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ბანკის პროგნოზით) გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ნელ-ნელა მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება საშუალო საპროცენტო განაკვეთზე, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი”.

გვენეტაძის განმარტებით, თუკი შიდა ან საგარეო ფაქტორები განსხვავებული სცენარით განვითარდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებიც, ადეკვატურად ასახავს ამას.

“ფასიანი ქაღალდების ლარში განთავსება, საკმაოდ კარგი ინდიკატორია და ვფიქრობთ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდება.

ერთსაც დავამატებ –  რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთები ლარში გაზრდილია, მაგრამ გამსესხებლისთვის ეს კარგი არაა. თუმცა ეს ობიექტური გარემოებებიდან არის გამოწვეული, მიზეზები კი პანდემიამ მოიტანა.

სწორად წარმართული პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

ლარში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთს, მთლიან პერიოდში უნდა შევხედოთ და არა გარკვეულ პერიოდში.

მსესხებლებს ოპტიმალური ვარიანტი ექნებათ და ისინი აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სესხს აიღებენ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ, უმეტეს შემთხვევაში ეს ჩვენთან არის ლარი“. – განაცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

 „ბიზნესკურიერის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან შეგიძლიათ ნახოთ:

„როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g