მას შემდეგ, რაც „ღამის შოუს ბენდის“ სოლისტს, თათა გიორგობიანს რჩეულმა კონსტანტინე მოსიძემ ხელი გადაცემის ჩაწერის დროს სთხოვა, მომღერალმა საზოგადოებას საქმროსთან ერთად აქამდე უცნობი კადრები გაუზიარა.
თათა გიორგობიანი „ინსტაგრამ-სთორიში“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც რჩეულთან ერთად ბრუნო მარსის კონცერტზე იმყოფება.
„სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე“ – თათა გიორგობიანი