ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტმა სიუპრიზებით ჩაიარა. მომღერალმა ნატო გელაშვილის ცნობილი სიმღერის ,,აყვავდება როცა ნუში” საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა და მაყურებელთა გულები მოიგო. მათ შორისაა მისი მეგობარი დალი ჩიტალაძეც.
,,დიდი ხანია, ასეთი ემოცია არ გამოუწვევია ჩემში სიმღერას…. ნამღერს…. , ,,აყვავდება როცა ნუში” – ეს ნატო გელაშვილის გენიალური სიმღერა ანრი ჯოხაძის ფენომენალური შესრულებით იყო კულმინაცია იმ ჯადოსნური საახალწლო ტელე კონცერტის “იმედზე” – “ახალ წელს ანრისთან” ❤️
დიდი მადლობა, ანრი, ასეთი წუთებისთვის, შენი შემოქმედება და შრომა ასეთ შედეგს აღწევს, როცა თითეული წამი ემოციების და უშრეტი გრძნობების წყაროა, ბრავო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კონცერტში, მომღერლებს, ოპერატორებს, პროდუსერებს თუ სტაფის თითოეულ წევრს”, – წერს დალი ჩიტალაძე.
ვიდეო: როგორ ასწავლის ანრი ჯოხაძე ქრისტინე იმედაძეს როიალზე წამოკოტრიალებას
„იყო რამე“? – ანრი ჯოხაძისა და ბაბი კირკიტაძის სახალისო ვიდეო საახალწლო კონცერტის ჩაწერიდან