LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვები ღირსეულად წარდგნენ და ქართული დროშა ღირსეულად ატარეს“ – რას წერს ოთო ბაზერაშვილის დედა

1752
ფორტუნა (19)

საბავშვო „ევროვიზია 2023“-ის გამარჯვებული, 228 ხმით, საფრანგეთი გახდა.

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მე-14 ადგილზე გავიდა და 74 ქულა მიიღო.

საბავშვო ევროვიზია 2023-ზე საფრანგეთმა გაიმარჯვა, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა

„საბავშვო ევროვიზიის“ ერთ-ერთი მონაწილის ოთო ბაზერაშვილის დედა სოციალურ ქსელში ქართველი კონკურსანტების სიყვარულისთვის ყველას მადლობას  უხდის.

„მშვიდობა მსოფლიოს.
ჩემო მეგობრებო არ ვიცი როგორ მოგეფეროთ ამ ბავშვების სიყვარულისთვის.

მარტო „ევროვიზიაზე“ ამ ბავშვების მონაწილეობა იმად ღირდა, რომ მთელი საქართველო და ემიგრანტები გააერთიანა
მათ მიმართ სიყვარულმა.

ბავშვები ღირსეულად წარდგნენ და ქართული დროშა ღირსეულად ატარეს.
ბავშვებს თქვენი სიყვარული აძლიერებთ“. – წერს ოთო ბაზერაშვილის დედა, ანა დათულიშვილი.

ანა დათულიშვილმა  „საბავშვო ევროვიზიის“ დარბაზში გადაღებული კადრები მეგობრებს გაუზიარა .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g