LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ბევრი ამბობს, რატომაც არა, მოვიდნენ შენთან რუსები, ფულს ხომ გადაგიხდიან…ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა გიორგი ანწუხელიძე…არსებობს რაღაც იმაზე მეტი ვიდრე ფულია” – გიორგი უშიკიშვილი

257
BeFunky-collage - 2022-11-25T002920.989

ბევრი ამბობს, რატომაც არა, მოვიდნენ შენთან რუსები, ფულს ხომ გადაგიხდიან…არსებობს რაღაც იმაზე მეტი ვიდრე ფულია, – აღნიშნულის შესახებ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრობს.

მისივე თქმით, მასთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა გიორგი ანწუხელიძე, დღეს იქ მისი შვილები არიან და შეცდომა იქნება ამ ადგილზე რუსები მიიღონ.

“მგონია რომ პატარა მეხსიერება აქვთ და ძალიან ბევრმა არ იცის, ან არ უნდა, იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანი ქართველები რუსების ხელით არიან გადასახლებულები, ან დახვრეტილები. გვახსოვს გადაღებილი ეკლესიებიც. ამაზე ადამიანებმა ბევრი უნდა ისაუბრონ, მათ შორის სკოლებშიც. ზოგიერთი ამბობს, რომ რუსებს უნდა დაუყვავოთ და აღარ იქნებიან აგრესიულები. ეს შეცდომაა, რადგან მათ მიზეზი არ სჭირდებათ. მათ ცეკვა და სიმღერა არ აინტერესებთ, ამით მხოლოდ ერთობიან. ბევრი ამბობს, რატომაც არა, მოვიდნენ შენთან რუსები, ფულს ხომ გადაგიხდიან. ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა გიორგი ანწუხელიძე, დღეს მისი შვილები არიან იქ. არსებობს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე ფულია — ეს არის ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და შვილებზე ფიქრი,“ — საუბრობს გიორგი უშიკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g