LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცუცა კაპანაძე – „როცა ვიღაც მიდის ემიგრაციაში – ეს ნიშნავს, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ“

1274
კყტკტკყ

ცუცა კაპანაძე ემიგრაციის რთულ გზაზე „ნოესთან“ გადაცემაში ისაუბრა. ცუცამ თქვა, რომ აშშ-ში წამოსვლა თავიდან არ უნდოდა, თუმცა ოჯახურმა მდგომარეობამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.  მსახიობმა აღნიშნა, რომ შტატებში ხათუნა იოსელიანთან ერთად ჩავიდა.

„არ მინდოდა წამოსვლა…მაგრამ იცით რა არის, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი მარტო. ჩემს უკან იდგა ჩემი ოჯახი, იმ პერიოდში ჩემი მშობლებიც ახალი გარდაცვლილები იყვნენ და აუცილებლად რაღაც უნდა გამეკეთებინა, მე უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. მე არც მეუღლე მყავდა, არც შვილები და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიღაც რომ მიდის ემიგრაციაში, ეს ნიშნავს, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ. მაგრამ მადლობა ღმერთს. ესეც უფლის წყალობაა რომ წამოვედი. მე დღემდე ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს და ამ სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ.

მე და ხათუნა იოსელიანი ერთად წამოვედით, ვტიროდით რომ მოვფრინავდით, ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი, ერთად ჩამოვფრინდით და ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ არ უნდა გვეტირა, ჩვენ ფერფლიდან აღვდგებოდით და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებდით.

მადლობა უფალს, რომ ჩვენ მართლაც შევუსრულეთ საკუთარ თავებს პირობა,“ – აღნიშნა ცუცა კაპანაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g