LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “დამოკიდებული ვიყავი კლუბურ ნარკოტიკებზე…ეს იყო ფსკერი…ადამიანებთან ურთიერთობის შიში გამიჩნდა” – თიკო სადუნიშვილი

378
BeFunky-collage (27)

ცნობილი ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი, 6 წლის შემდეგ ეკრანზე პირველად გამოჩნდა და გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” საკუთარ ისტორიაზე საჯაროდ ისაუბრა.

როგორც სადუნიშვილი საუბრობს, კლუბურ ნარკოტიკებსა და ე.წ. ანტიდეპრესანტებზე იყო დამოკიდებული, რამაც გარკვეულწილად მისი ტელესივრციდან გაქრობა გამოიწვია.

“ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცების გადაფასებას იწყებს და ეჭვი შეაქვს იმაში, რასაც აკეთებს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. თითქოს აზრს კარგავ და არ იცი რას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც აკეთებ. ალბათ ჩემი გაქრობა ტელესივრციდან სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მქონდა დეპრესიული მომენტები, ზუსტად ის პანიკური შეტევები, რაზეც ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ. მქონდა დამოკიდებულება სააფთიაქო აბებთან, ე.წ. ანტიდეპრესანტებთან. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე, ნივთიერებებზე ვიყავი დამოკიდებული. მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს.

სამწუხაროდ, დღეს სამყაროში განვითარების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი დახვეწილი ნივთიერებები, რომ გვერდითი მოვლენები არ ჰქონდეს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაგ ნივთიერების მიღება, მაინც, გვინდა არ გვინდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნივთიერებების ბრალია ის დაზიანება, რომელიც მივიღე, თუმცა დიდი წვლილი ნივთიერებებსაც მიუძღვის.

დგება ცხოვრებაში ანალიზის და გაცნობიერების პროცესი. ჩემს შემთხვევაში ესე მარტივად არ ყოფილა, ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი. დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და ჩემს ცხოვრებაში დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო. ოთახიდან არ გამოსვლებით, სახლში ჩაკეტვით. ადამიანებთან ურთიერთობის შიში გაჩნდა. იყო პერიოდები, როდესაც სუიციდზეც მეფიქრებოდა. რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი ფსკერი აქვს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაზე რთული იმის აღიარებაა, რომ ცუდად ხარ და ეს შენი მოწყვლადობა აჩვენო სხვა ადამიანებს, ითხოვო დახმარება”, – საუბრობს სადუნიშვილი.

 

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ჩემს დიაგნოზებს “ვგუგლავდი”…აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდი…” – თიკო სადუნიშვილი 6-წლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ, ეკრანზე პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები