LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი “სტუმ­რე­ბი“ ჩვე­ნი მი­წი­დან უკან უნდა გა­ვუშ­ვათ” – ცნობილი უკრაინელი მოცეკვავე დი­მიტ­რი დი­კუ­სა­რი, რომელიც საქართველოში “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი იყო, ფრონტის ხაზიდან მიმართვას ავრცელებს

6786
BeFunky-collage (5)

ცნობილი უკრაინელი მოცეკვავე დი­მიტ­რი დი­კუ­სა­რი, რომელიც საქართველოში “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი იყო, ფრონტის ხაზიდან მიმართვას ავრცელებს.

როგორც დი­კუ­სა­რი აღნიშნავს, უკრაინელებს ომი არ უნდათ, მებრძოლებს სურთ, დაუპატიჟებელი “სტუმრები” საკუთარი მიწიდან უკან გააბრუნონ.

“ჩემს ირგვლივ ვხედავ ნათელ ადამიანებს ანთებული თვალებით. გეოგრაფიის მასწავლებელი, კომბაინის მძღოლი, მექანიკოსი, 3დ დიზაინერი, სათვირთო მანქანის მძღოლი, სამი შვილიშვილის ბაბუა… და ყველა მათგანს ერთი აზრი აერთიანებს – “თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები.”

ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე! ყველას გვსურს დაუპატიჟებელი “სტუმრები” უკან გავუშვათ ჩვენი მიწიდან და ჩვენი წინაპრების მიწიდან! არავინ უნდა ომი.

ვიცი, რომ ამ პოსტს კითხულობენ ის არაადამიანები, რომლებსაც სხვისი მიწის დასაკუთრება სურთ. ახლა ჩვენ ყველანი ჩვენი სამშობლოს მძვები ვართ, ლამაზი და საყვარელი უკრაინა! და ყველაფერი, რაც მინდა გითხრათ, არის – “დიდება უკრაინას!”-წერს დი­მიტ­რი დი­კუ­სა­რი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g