ეკა კვალიაშვილი „ჯორჯიან ტაიმსთან“ ამბობს, რომ ივანიშვილის დახმარების გარეშე შიმშილით მოკვდებოდა.
ეკა კვალიაშვილი:
„ქვეყანაში ის ვერ დარეგულირდა, ადამიანებმა რომ მთელი ცხოვრება იშრომეს და სასაცილო პენსიები აქვთ დანიშნული. როცა უცხოეთში შრომობენ, საპენსიო დანაზოგს იმდენს აგროვებენ, რომ დაბერების შემდეგ იწყებენ ცხოვრებას და მოგზაურობას. ხომ შეიძლება, რომ ეს მოდელი ჩვენმა პატარა გენიალურმა ქვეყანამ აიღოს. საზღვარგარეთიდან მაინცდამაინც პრაიდს რომ გადმოვიღებთ… ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა, კოშმარული სიტუაცია. პირადად მე, როგორც პიროვნება, დამსახურებული ხელოვანი, არ ვარ სათანადოდ დაფასებული, ამიტომაც მივდივარ აქედან.
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი მადლობა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფონდიდან ყოველთვიური საარსებო საშუალება რომ არ გადმომირიცხოს, მე დღეს ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, როგორც ვკვდებოდი მიშას პერიოდში, როცა კონცერტებიდან ვიყავი მოხსნილი. არ მინდა, რომ გავაღო პირი და ყველაფერზე ვილაპარაკო…“