ტელეკომპანია „იმედმა“ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. ამავე მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, არის გატაცების სცენარიც.
ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.