LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გამოვაცილეთ“ – გმირულად დაღუპული მებრძოლის მიხეილ თევდორაძის პანაშვიდი კიევში

161
Untitled design (5)

13 დეკემბერს უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი (ქართველიშვილი) ემსხვერპლა. 

მიხეილ თევდორაძეს პანაშვიდი კიევის ეკლესიაში დღეს გაიმართა, პანაშვიდის შემდეგ კი მას საქართველოში ჩამოასვენებენ.

„ცოლ-შვილი რომ არ ჰყავდა, ამბობდა, ერთი სიცოცხლე დამრჩა და საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოო“ – უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ თევდორაძის მშობლები

ვიდეოს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს და წერს, რომ „მიხეილ თევდორაძე გამოაცილეს“.

შეგახსენებთ, მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი ბახმუტთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბახმუტის მისადგომებიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ – როგორია დაჭრილების მდგომარეობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები