LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – გიორგი უშიკიშვილი: “დედაჩემს სულ ეუბნებოდნენ, რომ ჩემგან მომღერალი არ გამოვიდოდა…მე აკვიატებული მქონდა, რომ რასაც ვაკეთებდი ბოლომდე უნდა მიმეყვანა, არავის არ ვაქცევდი ყურადღებას”

1026
BeFunky-collage (1)

გიორგი უშიკიშვილმა ცხოვრების იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმატებულ მუსიკალურ კარიერამდე გაიარა გადაცემა “სთორის” ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედას ეუბნებოდნენ, რომ მისგან მომღერალი არ გამოვიდოდა, თუმცა გიორგი არავის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მუსიკას გაჰყოლოდა.

“დედაჩემს სულ ეუბნებოდნენ, რომ ჩემგან მომღერალი არ გამოვიდოდა და ტყუილად წვალობთო.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთან მუდმივი პრობლემა იყო, აი ჩამოსული რომ ხარ, სოფლელის რაღაც რომ გაქვს, კილო მქონდა მაშინ კახური და დაცინვა მუდმივად იყო,“ – აღნიშნა უშიკიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე რა კვალი დატოვა მასზე ამ ყველაფერმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა:

“დარწმუნებული ვარ, გინახავს ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იპოვა, რატომ? იმიტომ, რომ მუდმივად გადახტება ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე…ამ დროს ვერაფერს ვერ აკეთებს.

აი მე მთელი ბავშვობის განმავლობაში აკვიატებული მქონდა, ახირებული ვიყავი, რომ რასაც ვაკეთებდი ბოლომდე უნდა მიმეყვანა.

არავის არ ვაქცევდი აბსოლუტურად ყურადღებას…მეუბნებოდნენ, რომ ხალხური სიმღერა არავის არ სჭირდება, ამით შენ ვერ იცხოვრებო…

ახმეტიდან რომ ჩამოვედი მე ვიყავი სადღაც 8 წლის, ეს რთული ასაკი იყო ძალიან. ახმეტაში გაზრდილი ბავშვი, რომელსაც იქვე მქონდა სკოლა, ყველა ჩემი ახლობელი იქ ცხოვრობს… პატარა ქალაქია ახმეტა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის მეგობრის შვილები არიან და უცებ კრავს რომ მგლების გარემოცვაში ჩააგდებ, ასეთი რაღაც მომივიდა.

არასდროს არ მიზიდავდა ქუჩა. მაშინ როცა ყველა ქუჩაში იდგა და დანებით ხელში ვიღაცებს ახალგაზრდები ქურთუკებს ხდიდნენ, მაშინ ჩვენ ანსამბლი „ლაშარი“ ჩამოვაყალიბეთ და ფეხით დავდიოდით ტრანსპორტი რომ არ იყო, რათა გვემღერა.
ენთუზიაზმი გვქონდა პიკში,“ – აღნიშნა გიორგი უშიკიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები